geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიას შეხვედრა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველო-საფრანგეთის მრავალწლიან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და მისი კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ თსუ აქტიურად თანამშრომლობს 20-მდე ფრანგულ უნივერსიტეტთან, ხორციელდება ერთობლივი  საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროექტები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას.

 

რექტორმა ჯაბა სამუშიამ ელჩს თსუ-ს საერთაშორისო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი დაინტერესებულია ფრანგ პარტნიორებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში კიდევ უფრო გააღრმავებენ თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებით და ხელს შეუწყობენ ახალი ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას.

თარიღი: 19/06/2026